საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად ამკრძალავი ნიშნები: 3.28 "დგომა აკრძალულია” - აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა. 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. მოცემული ნიშნებიდან თვის კენტ რიცხვებში 19-დან 21 საათამდე სატრანსპორტო საშუალების დგომას კრძალავს რიგით პირველი საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია”.