საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "ბ" ქვეპუნქტის თანახმად რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის დამატებით სექციაში ყვითელ ან წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლი გზას უთმობს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მობრუნებას ახდენს შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე და არუნდა დაუთმოს შუქნიშნის დამატებით სექციაში წითელ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს.