![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 1.19 "ორმხრივი მოძრაობა" გვაჩვენებს გზის, ან სავალი ნაწილის დასაწყისს, სადაც საპირისპირო მოძრაობაა. - 2.6 "საპირისპირო მოძრაობის უპირატესობა" კრძალავს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას. მძღოლი გზას უთმობს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც იმყოფება გზის ვიწრო მონაკვეთზე, ან მის მოპირდაპირე მისასვლელთან. - 2.1 "მთავარი გზა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ის იყოფება გზაზე, რომელზედაც ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება. -2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან" გვაძლევს ინფორმაციას, რომ წინ არის გზის ვიწრო მონაკვეთი, რომელზე მოძრაობისას მძღოლს ენიჭება უპირატესობა შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით. - 5.8.7 "ზოლებზე მოძრაობის მიმართულება". ადგენენ ზოლებზე მოძრაობის რეჟიმს. მოცემული საგზაო ნიშნებიდან მძღოლს, შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, უპირატესობას ანიჭებს D ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 2.7 "უპირატესობა საპირისპირო მოძრაობასთან"