საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, ხოლო იმავე თავის 7.3.1 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი" მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას, ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან არსებული აღნიშნული ობიექტისაკენ. მოცემულ სიტუაციაშია გზაჯვარედინის წინ დადგმული საგზაო ნიშანი 3.7 "მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია" დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) 7.3.1 "მოქმედების მიმართულებანი", მძღოლებს უკრძალავს მოძრაობის გაგრძელებას მარჯვნივ C მიმართულებით. მძღოლებს შეუძლიათ მოძრაობა გააგრძელონ A და B მიმართულებით.