საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად მოცემული საგზაო ნიშნები: - 2.4 "დაუთმე გზა" მძღოლი გზას უთმობს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. -5.7.2 "ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა" გვაძლევს ინფორმაციას, რომ გადამკვეთ გზაზე ორგანიზებულია ცალმხრივი მოძრაობა მარჯვნივიდან მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის ნებას არიძლევა.- 3.1 '"შესვლა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით და 3.1 ნიშნების მოქმედება არვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. -5.5 "ცალმხრივმოძრაობიანი გზა" გვაჩვენებს გზას, ან სავალ ნაწილს, რომელზეც სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მთელ სიგანეზე ერთი მიმართულებით. მასზე მობრუნება და უკუმიმართულებით მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს შეუძლია მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ B და C მიმართულებით.