საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.27 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.27 "გაჩერება აკრძლულია" კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას, ხოლო დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.4. "მოქმედების ზონა" მძღოლს აწვდის ინფორმაციას 3.27-3.30 ნიშნების მოქმედების ზონაში მისი ყოფნის შესახებ.მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმყოფება საგზაო ნიშნის 3.27 "გაჩერება აკრძლულია" მოქმედების ზონაში და ის არღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს.