საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, "ბ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება. ხოლო იმავე კანონის 31-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად. გაჩერება აკრძალულია სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; მოცემულ სიტუაციაში მძღოლი გაჩერებულია საგზო წესების მოთხოვნათა სრული დაცვით გზის სავალი ნაწილის გარეთ, გვერდულზე და საავარიო შუქური სიგნალიზაციის ჩართვა და ავარიული გაჩერების ნიშნის გამოდგმა არარის საჭირო.