საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის, "ა” და "ვ” ქვეპუნქტების თანახმად მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილზე სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ხოლო იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები", I პუნქტის "გამაფრთხილებელი ნიშნები" განმარტების თანახმად: ნიშნები 1.1, 1.2, 1.5-1.30 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დასახლებული პუნქტის გარეთ 150-300 მეტრზე, დასახლებულ პუნქტში, კი 50-100 მეტრმანძილზე. მოცემულ სიტუაციაში ვიმყოფებით დასახლებულ პუნქტში და საგზაო ნიშანი 1.20 "ქვეითთა გადასასვლელი" გვაფრთხილებს, რომ ნიშნის დაყენების ადგლიდან 50-100 მეტრში მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, ამოტომ მძღოლს შეუძლია მოაბრუნოს ავტომობილი მხოლოდ A ტრაექტორიით.