![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” – უკრძალავს სატვირთო ავტომობილს, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა (მარხილისა და ველოსიპედისა). ხოლო იმავე კანონის მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა” ქვეპუნქტის თანახმად, გასწრება აკრძალულია, რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით და არარეგულირებულ გზაჯვარედინზე იმ გზაზე მოძრაობისას, რომელიც არარის მთავარი (გარდა გზაჯვარედინისა სადაც წრიული მოძრაობაა, აგრეთვე იმ ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც არა აქვს გვერდითი მისაბმელი, ან ნებადართული მარჯვნივ მოხვევის შემთხვევებისა); მოცემულ სიტუაციაში, სატვირთო ავტომობილს არა აქვს უფლება გაუსწროს ტრაქტორს.