საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად: 2. დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურრესპუბლიკებში, ქალაქებში - თბილისსა და ქუთაისში მოძრაობის სიჩქარე (3.24 შესაბამისი ნიშნების დადგმით) შეიძლება გაიზარდოს გზის ცალკეულ მონაკვეთზე, თუ საგზაო პირობები ქმნის მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას. დასახლებულ პუნქტში 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით შეუძლია იმოძრაოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, როცა დგას 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის ნებადამრთველი საგზაო ნიშანი.