საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.28 "დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ხოლო ამავე თავის ამკრძალავი ნიშნების განმარტების თანახმად ნიშნების მოქმედება არვრცელდება:- 3.28-3.30 ნიშნებისა – ტაქსზე, რომელსაც ჩართული აქვს ტაქსომეტრი. - 3.2, 3.3, 3.28-3.30 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი, ან ინვალიდის გადამყვან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნის 3.28 "დგომა აკრძალულია” დგომის უფლება აქვთ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელსაც მართავს პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდები და ტაქსებს ჩართული აქვთ ტაქსომეტრი.