საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" კრძალავს მოძრაობას სიჩქარით (კმ/სთ), რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. - 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე” მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია გზის მოცემულ მონაკვეთზე მოძრაობა. - 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებას რთავს მოძრაობას მხოლოდ მითითებული ან მეტი (კმ/სთ) სიჩქარით. მოცემულ სიტუაციაში ნიშანზე მითითებულზე ნაკლები სიჩქრით შეიძლება მოძრაობა 3.24 "მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" და 5.18 "რეკომენდებული სიჩქარე”, ანუ რიგით პირველ და მეორე ნიშნებზე.