საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია გაატაროს ველოსიპედი და ქვეითად მოსიარულეები.