საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად მობრუნება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილი მობრუნებას აწარმოებს 1.14.1 საგზაო მონიშვნით აღნიშნულ ქვეითთა მოუწესრიგებელ გადასასვლელზე, რაც აკრძალულია.