საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც. მოცემულ სიტუაციაში თქვენ მოძრაობთ არარეგულირებული გზაჯვარედინის მეორეხარისხოვან გზაზე და ვალდებული ხართ გზა დაუთმოთ მთავარგზაზე მოძრავ სატვირთო ავტომობილს, ასევე მობრუნებისას გზა უნდა დაუთმოთ თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირი მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს, ანუ გზა უნდა დაუთმოთ ორივე ავტომობილს.