საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” შესაბამისად კრძალავენ დგომას თვის კენტ და ლუწ რიცხვებში და ამავე პუნქტების განმარტების თანახმად 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშნები 3.29 და 3.30 გამოყენებულია ერთდროულად, ამიტომ თვის ლუწ რიცხვში ავტომობილის დაყენება შეგიძლიათ მხოლოდ 19.00 საათის შემდეგ.