საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. მოცემულ სიტუაციაში ეზოში შესვლისას უნდა გაატაროთ ორივე სატრანსპორტო საშუალება და შეხვიდეთ ეზოში.