საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" 3.33 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.33 "ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია” კრძალავს საცნობი ნიშნით "საშიში ტვირთი” აღჭურვილი და 19433-88 სახელმწიფო სტანდარტით 1.22-2.4, 3.1, 3.2 და 5.2 კლასის საშიში ტვირთის გადასატანად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას