საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად, მოცემული საგზაო ნიშნები: - 3.27 "გაჩერება აკრძალულია” კრძალავს სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას და დგომას. - 7.5.2 "სამუშაო დღეები” მიუთითებს კვირის დღეებზე, რომელთა განმავლობაში ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ გაჩერება აკრძალულია სამუშაო დღეებში.