საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 5.8.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი" გვაჩვენებს მოცემულ ზოლებზე ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი 5.8.2 "ზოლზე მოძრაობის მიმართულებანი", რომელიც უკედურესი მარცხენა ზოლიდან მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო 5.11.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.11.1 "მობრუნების ადგილი" მიგვითითებს მხოლოდ მობრუნების ადგილს, სადაც მარცხნივ მოხვევა აკრძალულია.მოცემულ შემთხვევაში მარცხენა ზოლიდან 5.11.1 საგზაო ნიშანის პირდაპირნებადართულია მხოლოდ მობრუნება, ხოლო გზაჯვარედინზე მხოლოდ მარცხნივ მოხვევა და მობრუნება ე.ი. მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა A, B და C მიმართულებებით.