![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 21-ე თავის, მე-9 პუნქტის "ე", "თ" და "დ" ქვეპუნქტების თანახმად საგზაო საცნობი ნიშნებს აქვს შემგეგი მნიშვნელობები:ე) "საშიში ტვირთი” – 690X300 მმ ზომის სწორკუთხედი, რომლის მარჯვენა ნაწილის სიგანეა 400X400 მმ და შეღებილია ნარინჯისფრად, ხოლო მარცხენა ნაწილი – თეთრად, გარშემო შავი ფერის არშიით (სიგანე 15 მმ) – ასეთი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს;თ) "მსხვილგაბარიტიანი ტვირთი” – 400X400 მმ ზომის დაფა, რომელზედაც დიაგონალურადაა დახაზული 50 მმ სიგანის ურთიერთმონაცვლე წითელი და თეთრი ფერის ზოლები შუქამრეკლი ზედაპირით;დ) "ყრუ მძღოლი” – 160 მმ დიამეტრის ყვითელი ფერის წრე შიგნით ჩახაზული შავი ფერის 40 მმ დიამეტრის სამი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი, წვერით ქვემოთ მიმართული, ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში – იმ მექანიკური სატრანსტორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ყრუ-მუნჯი მძღოლი მართავს. მოცემული ნიშნებიდან საშიში ტვირთის გადამტან ავტომობილზე უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი, რომელიც აღნიშნულია B ასოთი.