საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.7 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" ნებას რთავს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ ნიშანზე მითითებული, ან მეტი (კმ/სთ-ში) სიჩქარით ხოლო დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) 7.14 "მოძრაობის ზოლი" მიუთითებს ზოლზე, რომლზედაც ვრცელდება ნიშნის, ან შუქნიშნის მოქმედება. იმავე კანონის მე-5 თავის, 29-ე მუხლის, მე-4 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, საავტომობილო გზაზე, ნებადართულია მოძრაობა არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. მოცემულ შემთხვევაში საავტომობილო გზის მე-2 ზოლში დაყენებულია საგზაო ნიშანი 4.7 "მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა" 80 კმ/სთ სიჩქარით და მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არშეუძლია გადავიდეს აღნიშნულ ზოლში და შეასრულოს გასწრება.