საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე5 თავის, 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული, ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალის გარდა) და 27-37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურხმოვან სიგნალს. ხოლო იმავე თავის 25-ე მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, როცა მარეგულირებელის ხელები განზეა გაშვერილი, ან ჩამოშვებული - მარეგულირებლის მკერდსა და ზურგის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებისა და ქვეითის მოძრაობა აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში, "სასწრაფო სამედიცინო დახმარების" ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს.