საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 26-ე მუხლის, "დ" პუნქტის თანახმად, საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე). მოცემულ სიტუაციაში საბუქსირებელ სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული უნდა იყოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.