საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად მაფრთხილებელი საგზაო ნიშნები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 1.11.2 "სახიფათო მოსახვევი", 1.8 "შუქნიშნით რეგულირება", 1.17 "ქვის ასხლეტა", 1.15 "მოლიპული გზა", 1.21 "ბავშვები" და 1.13 "ციცაბო დაღმართი", რომელთაგან დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება მხოლოდ E ასოთი აღნიშნული საგზაო ნიშანი 1.21 "ბავშვები", რომელიც გვაფრთხილებს, რომ გზის მონაკვეთი საბავშვო დაწესებულებასთან ახლოსაა და სავალ ნაწილზე შესაძლოა ბავშვების გამოჩენა.