საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” – უკრძალავს სატვირთო ავტომობილს, რომლის ნაბადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას, გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა. ტრაქტორს ეკრძალება ყველა სატრანსპორტო საშუალების გასწრება, გარდა საჭაპანე ოთხთვალისა (მარხილისა და ველოსიპედისა).მოცემულ სიტუაციაში, საგზაო ნიშანის 3.22 "სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” მოქმედება არვრცელდება 3,5 ტონა ნებადართული სრული მასის მქონე სატვირთო ავტომობილზე და მას უფლება აქვს შეასრულოს სურათზე ნაჩვენები მანევრი.