საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად;ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავი მძღოლები ხელმძღვანელობენ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესით, ამავე წესით ხელმძღვანელობენ მეოხარიხოვან გზაზე მოძრავი მძღოლებიც.მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ავტობუსი, მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი.