საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 31-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ხოლო თუ ის არარის - სავალი ნაწილის ნაპირთან. მოცემულ სიტუაციაში დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.2.3 "მოქმედების ზონა" მიუთითებს 3.27 "გაჩერება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე და ავტომობილის დაყენება სადგომზე ნებადართულია გზის მარჯვენა მხარეს გვერდულზე, ანუ "ბ" ასოთი აღნიშნულ ადგილზე.