საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები" თანახმად საგზაო ნიშნები: - 4.3 "წრიული მოძრაობა” მოძრაობის ნებას რთავს ისრებით ნაჩვენები მიმართულებით. - 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” კრძალავს მარჯვნივ მოხვევას და მისი მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ნიშანია დადგმული. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობის გაგრძელების უფლება გაქვთ მხოლოდ "ბ” მიმართულებით.