საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "ა" ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად; მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი სარგებლობს უპირატესობით, მაგრამ მარცხნივ მოხვევისას შეგიძლიათ დაიწყოთ მანევრის შეასრულება, თუ არშეუქმნით დაბრკოლებას სატვირთო ავტომობილს.