![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალის გარდა) და 27-37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებენ ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებები. მოცემულ სიტუაციაში ოპერატიული მანქანის მძღოლს, რომელსაც გამორთული აქვს ლურჯი ფერის შუქურა, არა აქვს უფლება გადაუხვიოს საგზაო მოზრაობის წესების მოთხოვნებს და მოძრაობა შეუძლია გააგრძელოს მხოლოდ მარჯვნივ.