საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. მოცემულ სიტუაციაში ავტობუსი იმყოფება მეორეხარისხოვან გზაზე და საგზაო ნიშანი 2.4 "დაუთმეთ გზა" ავალდებულებს დაუთმოს გზა მთავარ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს.