საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4 პუნქტის 4.1.6 ქვეპუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.1.6 "მოძრაობა მარჯვნივ, ან მარცხნივ" მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. ხოლო გზაჯვარედინის შემდეგ დადგმული საგზაო ნიშანი 3.1 '"შესვლა აკრძალულია" კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით.მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო ნიშნების მოთხოვნებს.