საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე და 5.3 ნიშნით აღნიშნულ გზებზე აკრძალულია გაჩერება 5.15, 6.11 ნიშნებით აღნიშნული სპეციალური სადგომი მოედნების გარეთ. ხოლო იმავე კანონის 28-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად მძღოლი მოძრაობს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირთან. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი 5.15 „დასვენების ადგილი" დამატებითი ინფორმაციის დაფით „მანძილი ობიექტამდე" მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნიდან 500 მეტრში მდებარეობს სადგომი მოედანი და იგი ნაჩვენებ ადგილზე გაჩერებით არღვევს მოძრაობის წესების მოთხოვნებს. ასევე ავტობუსის მძღოლს არა აქვს უფლება იმოძრაოს მარცხენა ზოლში, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია. მოძრაობის წესების მოთხოვნებს არღვევს ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები.