საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) 5-ე თავის 25-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად, შუქნიშნის ძირითად მწვანე სიგნალზე აღბეჭდილი შავი კონკრეტული ისარი (ისრები) მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნის დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართულ მიმართულებებს.მოცემულ სიტუაციაში, როცა შუქნიშანის ძირითად სიგნალზე აღბეჭდილია პირდაპირდა მარცხნივ მოძრაობის ნებადამრთველი ისრები, მძღოლს აწვდის ინფორმაციას , რომ მარჯვნივ მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნის დამატებითი სექციით.