![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ხოლო იმავე თავის 22-ე მუხლის, მე-4 პუნქტის თანახმად იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც გზაზე ასრულებს საამშენებლო, სარემონტო, ან დასასუფთავებელ სამუშაოებს და ჩართული აქვს ნარინჯისფერი, ან ყვითელი ფერის შუქურა, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების, აგრეთვე ამ კანონის 28-ე მუხლის, მე-4 და 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სხვა მძღოლებმა მას არუნდა შეუქმნან მუშაობაში დაბრკოლება. ნარინჯისფერი, ან ყვითელი შუქურა არიძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებებმა გზაჯვარედინი უნდა გაიარონ შემდეგი თანმიმდევრობით: მსუბუქი ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი. ე. ი. გზაჯვარედინს პირველი გაივლის მსუბუქი ავტომობილი.