საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.1.1-4.1.6 პუნქტების თანახმად მიმთითებელი ნიშნები 4.1.1-4.1.6 მოძრაობის ნებას რთავს მხოლიდ ნიშანზე ისრით მითითებული მიმართულებებით. ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების ნებასაც იძლევა. 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ხოლო იმავე დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" ბოლო აბზაცის თანახმად, თუ სადგარზე გამოსახული დროებითი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნის ხაზების მნიშვნელობა ურთიერთსაპირისპიროა, მძღოლები ხელმძღვანელობენ საგზაო ნიშნებით. მოცემულ სიტუაციაში მძღოლი ვალდებულია შეასრულოს გზაჯვერედინის წინ დროებით სადგარზე დადგმული მიმთითებელი ნიშანის 4.1.3 "მოძრაობა მარცხნივ" მოთხოვნები, რომელიც მძღოლს ნებას რთავს გააგრძელოს მოძრაობა მარცხნივ და უკუმიმართულებით.