საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 38-ე მუხლის, მე-12 პუნქტის თანახმად, გასწრების განზრახვით სხვა მძღოლის გასაფრთხილებლად ხმოვანი სიგნალის მაგივრად (ან მასთან ერთად) შეიძლება ჩაირთოს მაშუქი სიგნალიც დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორშუქზე მრავალჯერადი გადართვით. დასახლებულ პუნქტში განათებულ გზაზე მოძრაობისას, გასწრების განზრახვის შესახებ გასაფრთხილებლად მძღოლმა შეიძლება გამოიყენოს ფარების შუქის პერიოდული ხანმოკლე ჩართვა-გამორთვა.