საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-13 პუნქტის თანახმად, მობრუნება აკრძალულია: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ბ) გვირაბში; გ) ხიდებზე, გზაგამტარებზე, ესტაკადებზე და მათ ქვეშ; დ) რკინიგზის გადასასვლელზე; ე) გზაზე, სადაც ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია; ვ) იმ ადგილას სადაც გასაჩერებელი პუნქტია. იმავე კანონის საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის მე-2 თავის "საგზაო მონიშვნები" თანახმად: -ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის 1.1 უწყვეტი ხაზის გადაკვეთა აკრძალულია, დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის მარჯვენა ნაპირზე გასაჩერებლად. -1.5 წყვეტილი ხაზის გადაკვეთა დასაშვებია ნებისმიერი მხრიდანმოცემულ სიტუაციაში მობრუნების უფლება არა აქვს მიკროავტობუსის მძღოლს, რადგან მობრუნებისას ის კვეთს 1.1 უწყვეტ ღეძულა ხაზს. მობრუნება ნებადართულია მსუბუქი ავტომობილისათვის.