საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", პირველი პუნქტის განმარტებათა თანახმად მაფრთხილებელი საგზაო ნიშანები 1.1, 1.2, 1.9, 1.10, 1.21 და 1.23 დასახლებული პუნქტის გარეთ მეორდება, მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენებია საგზაო ნიშნები: 1.1 "რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი", 1.2 "რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი", 1.25 "გარეული ცხოველები", 1.10 "სანაპიროზე გასასვლელი", 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები" და 1.9 "გასახსნელი ხიდი", რომელთაგან დასახლებული პუნქტის გარეთ არ მეორდება მხოლოდ საგზაო ნიშნები 1.25 "გარეული ცხოველები" და 1.12.1 "სახიფათო მოსახვევები", ანუ C და E ასოებით აღნიშნული საგზაო ნიშნები.