საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-5 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლები. ასეთ გზაჯვარედინზე ტრამვაის უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში მოძრაობთ არარეგულირებულ გზაჯვარედინზე თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე და მობრუნების შემთხვევაში უნდა გახვიდეთ გზაჯვარედინზე, დაუთმოთ გზა წითელ ავტომობილს და ამის შემდგომ დაასრულოთ მანევრი.