საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 2.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 "მთავარი გზა” გვიჩვენებს გზას, რომელზედაც მძღოლს ენიჭება მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის უპირატესი გავლის უფლება, ხოლო იმავე თავის 7.13 პუნქტის თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშანი 7.13 "მთავარი გზის მიმართულება” მიუთითებს მთავარი გზის მიმართულებას გზაჯვარედინზე. მოცემულ შემთხვევაში ნაჩვენები საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდიან ინფორმაციას, რომ ის იმყოფება მთავარ გზაზე, რომელიც გრძელდება გზაჯვარედინზე მარცხნივ.