საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის პირველი თავის "საგზაო ნიშნები", 3.29 და 3.30 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 3.29 "დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში" და 3.30 "დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში" კრძალავს ავტომობილის დგომას თვის შესაბამის რიცხებში. 3.29 და 3.30 ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას, სატრანსპორტო საშუალების გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადაყენების დროა 19-დან 21 საათამდე. ე. ი. დროის ამ პერიოდში, თვის ნებისმიერდღეს დგომა ნიშნების მოქმედების ზონაში დარღვევად არითვლება. მოცემულ სიტუაციაში თვის კენტი რიცხვის საღამოს 20 საათიდან მძღოლს შეუძლია ავტომობილი დააყენოს 21 საათამდე, ანუ შეუძლია დააყენოს, მაგრამ 1 საათით.