საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 4.4 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 4.4 "მსუბუქი ავტომობილის მოძრაობა" ნებადართულია მსუბუქი ავტომობილის, ავტობუსის, მოტოციკლის, სატვირთო ავტომობილებისა და სხვა სამარშრუტო სატრანსტორტო საშუალების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას არაღემატება. ნიშანი მოძრაობის უფლებას აძლევს სხვა სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება, ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ, ან მომუშავე პირს და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება და მას ეკრძალება მოძრაობა მარჯვნივ.