საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.3 "მექანიკური სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია" კრძალავს ძრავიანი სატრანსტორტო საშუალებების მოძრაობას, გარდა მოპედისა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორის და თვითმავალი მანქანების მოძრაობას. ხოლო იმავე თავის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა" აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილის, ავტობუსის და მოტოციკლის მოძრაობისათვის. მოპედის მოძრაობას კრძალავს საგზაო ნიშანი 5.3 " საავტომობილო გზა".