საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 28-ე მუხლის, მე-8 პუნქტის თანახმად, იმ გზაზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, მძღოლმა ისე უნდა ატაროს სატრანსპორტო საშუალება, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას მან განაპირა მარჯვენა ზოლი დაიკავოს. გადაჯგუფება დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ მოცემული მიმართულებით მოძრაობა ნებადართულია სხვა ზოლებზეც. მოცემულ სიტუაციაში მარცხნივ მოხვევა მძღოლს შეუძლია C ტრაექტორიით.