საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) საქართველოს საგზაო მოძრაობის წესების დანართის I თავის "საგზაო ნიშნები" 3.18.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.1 ”მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია–კრძალავს მარჯვნივ მოხვევას და მოქმედებს სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც ის დგას, ხოლო იმავე თავის 7.4.1–7.4.8 პუნქტების თანახმად დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 7.4.1-7.4.8 "სატრანსპორტო საშუალების სახეობა” – მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების სახეობას, რომელზედაც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშნის 3.18.1 "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” ქვეშ დგას დამატებითი ინფორმაციის დაფა 7.4.2, რომლიც გვაძლევს ინფორმაციას, რომ საგზაო ნიშნის 3.18.1. "მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მისაბმელიან სატვირთო ავტომობილებზე, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება, ხოლო მისაბმელიან მსუბუქი ავტომოლის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ყველა ნაჩვენები მიმართილებით.