საგზაო მოძრაობის წესების ტერმინების განმარტებების თანახმად მთავარი გზა
არის - 2.1, 2.3.1-2.3.3 ან 5.1 საგზაო ნიშნებით აღნიშნული გზა, რომელიც
ანიჭებს მძღოლს გავლის უპირატესობას გზის გადამკვეთ მეორეხარისხოვან გზაზე
მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში.
-ან გზა, რომელიც დაფარულია მკვრივი საფარით (ასფალტი, ცემენტბეტონი, ქვის
მასალა და სხვა მისი მსგავსი) გრუნტოვანთან შედარებით.
-ან ნებისმიერი გზა მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალ
გამოსასვლელებთან შედარებით.
თუ გრუნტით დაფარული გზა გზაჯვარედინის წინ მოპირკეთებულია ასფალტის
საფარით, ის მაინც რჩება (ითვლება) მეორეხარისხოვან გზად და არ შეიძლება
ჩაითვალოს თანაბარმნიშვნელოვნად გადამკვეთ ქუჩასთან მიმართებაში.
მოცემულ სიტუაციაში თქვენ იმყოფებით მეორეხარისხოვან გზაზე.