![]()
საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 32-ე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად თუ ანთია ყვითელი მოციმციმე სიგნალი, ან შუქნიშანი არმუშაობს, ან არარის მარეგულირებელი, გზაჯვარედინი ითვლება არარეგულირებულად და მძღოლი ვალდებულია იხელმძღვანელოს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებით და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარცხნივ მოხვევისას, ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ, ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით ხელმძღვანელობენ ტრამვაის მძღოლებიც.იმავე თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ოპერატიული, ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი ფერის შუქურა და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაცვით გადაუხვიონ ამ კანონის 25-ე (მარეგულირებლის სიგნალის გარდა) და 27-37-ე მუხლების მოთხოვნებს. ლურჯი ფერის შუქურასთან ერთად შეიძლება ჩაირთოს წითელი ფერის შუქურაც, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი რთავს ლურჯი ფერის შუქურასა და სპეციალურხმოვან სიგნალს. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალებები გზაჯვარედინს გაივლიან შემდეგი თანმიმდევრობით: ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, მოტოციკლი, მსუბუქი ავტომობილი.