საქართველოს კანონის "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 27-ე მუხლის, მე-9 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა, მარცხნივ მოხვევის, ან მობრუნების დროს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპიროდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან (მარჯვენა გვერდულიდან), ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი არარღვევს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს, რადგან სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისათვის და ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან.